четверг, 17 ноября 2022 г.

ლიტერატურული კლუბი ,,საგანძური"

 

ქალაქ ქუთაისის  N 33 საჯარო სკოლაში  ჩამოყალყვარულთა იბდა  ლიტერატურის  მო კლუბი ,,საგანძური“, რომლის მიზანია  კლასგარაშე, სახალისო , ასაკობრივი დონის შესაბამისი მხატვრული ლიტერატურის (ლექსები, მოთხრობები, სცენარები) ტექტების წაკითხვა, გაგება და გააზრება. თვალსაწირის გაფართოება, წიგნიერების დონის ამაღლება. კლუბური მუშაობა მოსწავლისათვის არის ინტერაქტიული გარემო, სადაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა თავსუფლად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები,საგაკვეთილო პროცესთან შედარებით აქვს მეტი თავისუფლება.

კლუბმა განსაზღვრა მუშაობის წესები, მიზნები და ამოცანები.

1. კლუბის ზოგადი დებულება

Ø  კლუბი დაარსდა  სკოლის ბაზაზე. კლუბში თავმოყრილია საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები. კლუბი მუშაობას დაიწყებს 2022 წლის 16 სექტემბრიდან

Ø  კლუბში მუშაობა წარიმართება '' ზოგადი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის გათვალისწინებით.

Ø  კლუბს აქვს წესდება,  სლოგანი, ემბლემა ,  ბლოგი.

Ø  კლუბის მისამართი: სსიპ ქუთაისის N 33 საჯარო სკოლა

Ø  ელ.ფოსტა:  

Ø  კლუბის კურატორი, მასწავლებელი- ბაბალე სახელაშვილი

საკონტაქტო  ტელ: 551 49 65 49

სლოგანი: ჩვენ გვიყვარს ლიტერატურა: ვკითხულობთ, ვიგებთ და  ვიაზრებთ!

 

კლუბის სახელწოდება ,,საგანძური’’

 

 

Ø  კლუბის წესდება:

1.      კლუბს აქვს საგანმანათლებლო ხასიათი

2.      კლუბში გაწევრიანების უფლება აქვთ სსიპ  ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს.( IV – XI კლასი)

3.      ლიტერატურის მოყვარულთა  კლუბის ყოველი წევრი უნდა ესწრებოდეს შეკრებებს.

4.      კლუბის ყველა წევრს აქვს უფლება გარკვეული გარემოებების გამო გააცდინოს კლუბის შეკრება, მაგრამ არა სისტემატურად.

5.      კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში

6.      კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის წესდება

7.      კლუბის წევრს წევრობის უფლება ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში თუ ის:

Ø  არ დაიცავს კლუბის წესდებას

Ø  არ შეასრულებს ან თავს აარიდებს დაკისრებულ ვალდებულებას.

Ø  არ მიიღებს მონაწილეობას კლუბში განხორციელებულ აქტივობებში


     2.კლუბის დაარსების იდეა, მისი ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალურობა 


    
    კლუბური მუშაობის დაარსების იდეა გამომდინარეობს მოსწავლეთა საჭიროებიდან,მოგეხსენებათ, კითხვა რთული პროცესია,მოსწავლეთა ნაწილს უჭირს გაწაფული კითხვა,ნაწილს კი წაკითხულის გაგება და გააზრება, შესაბამისად ვფიქრობ, კლუბური მუშაობა შეუწყობს ხელს ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრას, მოსწავლეებს შევთავაზებ მათი ინტერესებიდან და საჭიროებბიდან გამომდინარე კლასგარეშე საკითხავ მასალას, ( ლექსი, მოთხრობები, თეატრალური სცენარები)კითხვის სახალისო მეთოდების გამოყენებით,რაც გააუმჯობესებს კითხვა-გაგება-გააზრების უნარებს.

 

3.კლუბის მიზნები და a

 

Ø  წიგნიერების დონის ამაღლება

Ø  წაკითხულის გაგება-გააზრების უნარების განვითარება

 აზრის თავისუფლად გამოთქმა.

Ø  პრეზენტაციის წარმოჩენისა და დისკუსიაში ჩართულობის უნარის განვითარება.

Ø  ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

Ø  მოსწავლეებში თანამშრომლობის, გუნდურობის განვითარება.

Ø  მოსწავლეებში საკუთარი შესაძლებლობის აღმოჩენა და შემდეგ მათი განვითარება.

Ø  მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და შემდეგ მათი განვითარება.

 

 

4. კლუბში გაწევრიანება

Ø  კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.

Ø  სამიზნე ჯგუფი  (  IV  -  XI  კლასები)

Ø  მოსწავლეთა რაოდენობა: მინიმუმ  9 -12 მოსწავლე.

Ø  კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს და შეავსოს კლუბში გასაწევრიანებელი ანკეტა.

Ø  კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის კურატორი პედაგოგისა და კათედრის პედაგოგის მიერ.

Ø  კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება ფლობდეს ინფორმაციას კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.

Ø  კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს კლუბის ყველა საქმიანობაში.

Ø  კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი განცხადების საფუძველზე ან როდესაც ის დაარღვევს კლუბის წესდებით გათვალისწინებულ რომელიმე პუნქტს.

 

 

5. კლუბის მუშაობის სტრუქტურა

Ø  კლუბი შედგება არაუმცირეს 5  მოსწავლისაგან.

Ø  საკლუბო მუშაობას უძღვება კურატორი მასწავლებელი.

Ø  კლუბის წევრი მოსწავლეებისგან შეირჩევა ლიდერი მოსწავლე. (შემთხვევითი შერჩევის გზით)

Ø  ლიდერი მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს კურატორ მასწავლებელთან და სიახლეებს აცნობს კლუბის წევრებს.

 

Ø  კლუბის შეხვედრები ჩატარდება 2022-2023 სასწავლო წლის  მანძილზე, თვეში 4-ჯერ,   ყოველი კვირის ორშაბათს  კლუბის მონაწილე წევრების და კურატორ-მასწავლებლის  მიერ  დათქმულ რიცხვში.

Ø  კლუბის მუშაობის ხანგრძლივობა  განსაზღვრულია თვეში ოთხჯერ, გაკვეთილების შემდეგ  45 წთ.

 

 

6. კლუბის მუშაობის სწავლების მეთოდიკა

Ø  ინდივიდუალური

Ø  ჯგუფური

Ø  პრეზენტაცია

Ø  დისკუსია

 

7. კურატორ-მასწავლებელის ფუნქცია/მოვალეობა.

Ø  საკლუბო მუშაობის დაწყებამდე სკოლის  ბლოგზე განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:

Ø  კლუბის სახელწოდება.

Ø  კლუბის წესდება.

Ø  კლუბის სამუშაო გეგმა.

Ø  განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის .

 

8. საკლუბო მუშაობის პერიოდი

Ø  კლუბის მუშაობა განხორციელდება 2022- 2023 სასწავლო წლის პირველ  და  მეორე სემესტრში.

Ø  კურატორ-მასწავლებლისა და მონაწილე კლუბის წევრთა შეთანხმებით შეთანხმდნენ ყოველი თვის საკლუბო შეხვედრის თარიღზე, წლის განმავლობაში.

Ø  საკლუბო მუშაობის პერიოდში ეტაპოვრივად აიტვირთოს შეხვედრისა და აქტივობის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა სკოლის ბლოგზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კლუბის სამუშაო გეგმა

შეხვედრის თარიღი

თემები

შეხვედრის ადგილი

მიზანი

შენიშვნა

1

        კლუბის სახელწოდების

       შერჩევამიზნების

      გაცნობადავალებების

       განაწილება

2

 ქართული ხალხური ზღაპრები :  გააცოცხლონ , გაახმოვანონ ზღაპრის პერსონაჟები და წარმოადგინონ დიორამები

3

        იაკობ გოგებაშვილის ”საგანძურიდან” პატარ-პატარა მოთხრობები: ,,სირცხვილის  აშორება“,,სიკეთე ბოროტებისათვის’’  ,,აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს კუთხეები“  .                                      

საქართველოს კუთხეებზე კოლაჟის  შექმნა.

4

  

     ნოდარ დუმბაძის ლექსები

5

     ანა კალანდაძის  ლექსები

6

 ლადო ასათიანი  

7

მურმან ლებანიძე

8

შოთა ნიშნიანიძე

ტარიელ ხერხალაური

9

 

გაზაფხული შემოსულა

ლენ“-კოლაჟის შექმნა

გაზაფხულის სურათებზე,

სხვადასხვა ავტორთა

ლექსების მიხედვით

10

 

11

 ყო

მკითხველთა თაეტრი.

შემოქმედებითი უნარები

 

სპექტაკლი -ალექსანდრე ჩხეიძის ,,შთამომავლობა“,,იავნანამ რა  ჰქმნა?“

 ლიტერატურულმა  კლუბმა  მუშაობა  დაიწყო 22.09.2022. კლუბის  წევრებმა გაიცნეს წესდება, სამუშაო  გეგმა.



კონსულტაცია VII ბ კლასის მოსწავლეებთან ანა კელენჯერიძესა და ანასტასია სტურუასთან ერთად . ვეცნობი მათ  შემოქმედებით  ნაშრომებს.













ქუთაისის მოსწავლეთა  შემოქმედებით  კონკურსში გაიმარჯვა ანა კელენჯერიძის ნაშრომმა ,, ფოთოლცვენა" ,რომელიც  შეტანილ  იქნა წიგნში ,, მეოცნებე  ნიამორები"





 
მოსწავლეები  მუშაობენ  ხმოვნებისა  და  თანხმოვნების  წარმოთქმაზე როგორც  ინდივიდუალურად ისე, გუნდურად. კითხულობენ მიკროფონთ  და  უსმენენ მხატვრული   კითხვის  დიდოსტატებს. გურამ  საღარაძეს, ბექნუ  ქაფიანიძეს, ზინაიდა  კვერენჩხელიძეს.








თეატრალურმა დასმა დადგა სპექტაკლი  ,, იავნანამ რა ჰქმნა?! დაიმსახურა  6 ნომინაცია და დაიმსახურა დიპლომები, მერაბ კვიცარიძის  რჩეული  გახდაVIIIა კლასის  მოსწავლე ლუკა  ზივზივზძემ










Ø