2023 - 2024 სასწ.წელი
2022 - 2023 სასწ. წელი
1. EDU PARK - მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება.
2020-2021 სასწ. წელი
2019-2020 სასწ.წ.
პროექტი ვარსკვლავთცვენა
სტუმრად გალერეაში
ექსკურსია ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში
ვკითხულობთ გალაკტიონს
სტუმრად ზოოლოგიურ მუზეუმში
სასკოლო თეატრალური ფესტივალი
საახალწლო ზეიმი-მე5-ბკლ.
საახალწლო ზეიმი-მე-5/გ კლასში
შესარჩევი ტური მე-5 სასკოლო კონფერენციისათვის
2018-2019 სასწ.წ.
ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს

33-ე საჯარო სკოლის VI კლასში,2014 წლის 15 აპრილს ,ჩატარდა პროექტ–გაკვეთილი თემაზე "დედაო ენავ,დედაო ენავ!"
,,და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლისასა, ნათევსათაგანი, ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუაი ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგრობრობაი ქართული.’
ასე დაიწყო პრეზენტაცია პირველმა ჯგუფმა ქართული ანბანის შემქმნელი,მეფე ფარნავაზის ხანისა. ამას მოჰყვა მსოფლიოს 14 ანბანთა სისტემა და ქართული დამწერლობის სახეები (ასომთავრული ანუ მგლოვანი
ნუსხა-ხუცური და მხედრული.ისაუბრეს უძველეს ხელნაწერებზე, ძეგლებსა და პალიმფსესტებზე, რომლებსაც წინ უძღვოდა იოანე ზოსიმეს საგალობელი ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი’’

დედაო ენავ,დედაო ენავ!

განსაკუთრებით წარმოაჩინეს თვალხატულა ქართული ანბანი, ისაუბრეს მის ორიგინალურ და გენიალურ მხარეებზე. გამოკვეთეს ასოთა მოხაზულობა და დაუკავშირეს ქართუოლ სამეურნეო ყოფით ნივთებს (კ. გამსახურდიას ,,ლირიული ინტერმეცცოდან’’) გაიხსენეს ილიას სიტყვები ,,ენა, მამული, სარწმუნოება’’ ჯგუფის თითოეულმა წევრმა წარმოთქვა ქართველ და უცხო შემოქმედთა შეხედულებები ქართული ენის შესახებ. წარმოადგინეს ფორმატზე საქართველოს რუკა, ეკლესია მონასტრები, ძველი ქართული ანბანით დაწერილი გამონათქვამები ენის
შესახებ.
შესახებ.
მე-2 ჯგუფისპრეზენტაცია დაიწყო დედაენის ძეგლის შექმნის იდეის ავტორი ნ.დუმბაძისა და მოქანდაკე ე.ამაშუკელის შესახებ. პრეზენტატორებმა მხატვრულად წაიკითხეს შ.ნიშნიანიძისა და ხუტა ბერულავას მიერ დედაენაზე შექმნილი ლექსები. საინტერესოდ ისაუბრეს ძეგლის მნიშვნელობაზე, ძეგლის საძირკველში ამოკვეთილი იისა და მაღლა ხელაპყრობილი ბიჭუნას შესახებ. ყურადღება გაამახვილეს მის ჩაცმულობაზე (ჩაღეღილი მკერდი, ღონიერი
ხელები, დაშაშვრული ფეხები, თავისუფლად გაშლილი ტანსამელი) შეადარეს ზღაპრის გმირებს (,,ოცი ძმა’’ ,,წიქარა’’) ისაუბრეს ძეგლზე ჩამოკიდებული ზარისა და გრანიტის ფილების მნიშვნელობებზეც, რომ სამშობლო უხმობს ქართველს, ცოდნის შეძენას შთააგონებს მას და მან ეს ცოდნა ქვეყნის, მამულის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს. ბოლოს ჯგუფის თითოეულმა წევრმა წაიკითხა ქართული მწერლების მიერ დედაენაზე შექმნილი ლექსები და წარადგინეს ფორმატზე დახატული დედაენის ძეგლი.

მე-3 ჯგუფის პრეზენტაცია მიწის ყივილით დაიწყო, რომ სამშობლოს გარეთ მყოფი ადამიანი ბედნიერებას ვერ პოვებს. გულისამაჩუყებელი იყო ნ.ლორთქიფანიძის ,,გული’’ და ფრაგმენტი კინოფილმიდან ,,ფესვები.’’
პრეზენტატორმა საინტერესოდ ისაუბრა ნოსტალგიით დაავადებულ არგენტინაში მცხოვრებ აკაკი პაპავას შესახებ,
ასევე ალექსანდრე სულხანიშვილსა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ახდენილი ოცნების
შესახებ. ბოლოს ჯგუფის ყველა წევრმა წარმოთქვა ქართულ ენაზე შექმნილი ფრაზეოლოგიზმები, ასევე წარადგინეს ფორმატზე საქართველოს რუკა და გადაშლილი დედაენის წიგნი.

Комментариев нет:
Отправить комментарий